ცოტა რამ ჩვენს შესახებ
შილაკი ლაქის შესანიშნავი ალტერნატივაა, ის მათთვისაა, ვისაც ფრჩხილების იდეალური საფარის დიდხანს შენარჩუნება სურს. ეს არის ფრჩხილის მოვლის ორი საშუალების - ჩვეულებრივი ლაქისა და მოდელირებული გელის ჰიბრიდი. პირველისგან მას წასმის ტექნიკა, შესახედაობა და ფერთა მდიდარი პალიტრა ერგო, მეორისგან კი გასაოცარი მედეგობა. შილაკის საფარი ფრჩხილზე შეიძლება უცვლელად სამ კვირამდე შენარჩუნდეს. ერთადერთი, რაც მანიკიურის “ხანდაზმულობას” გასცემს, ფრჩხილის ფირფიტის ფუძესთან ფრჩხილის წამოზრდილი ნაწილია. შილაკის წასმის ტექნიკა ჩვეულებრივი ლაქის წასმასთან შედარებით რთულია, ამიტომ პროცედურა სალონებში ტარდება. სპეციალური ხელსაწყოების გარეშე მისი სახლში გაკეთება გართულდება. შილაკის გასაკეთებლად მნიშვნელოვანი ეტაპია: ფრჩხილის ფირფიტის მოხვეწა და ზედმეტი ბურცების მოშორება. სწორი ზედაპირი ლაქის ფრჩხილთან მოჭიდების საწინდარია. შემდეგი ეტაპი ცხიმის ფენის მოშორებაა, რომლის შემდეგაც ფრჩხილზე უსვამენ ბაზისურ საფარველს. ის ფრჩხილს იცავს ფერადი ფენის პიგმენტების მავნე ზემოქმედებისაგან და ლაქის ფრჩხილთან მოჭიდებას ზრ...